Loading data...
სვანეთში მეწყერი ჩამოწვა

სვანეთში, გზის 85-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოვიდა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

მათივე ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. დაახლოებით საათ-ნახევარში გაიხსნება საავტომობილო გზა. 

📷 ლაშა არაბული