Loading data...
თბილისში მე-11 დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

„მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა, ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ კვალზე ვერ გადიან.

გთხოვთ, გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.

თუ ნახავთ, ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ, გთხოვთ, მომწერეთ, ან დამირეკეთ 595998861“, - წერს სალი ქურასბედიანი.