Loading data...
გია აბაშიძე: სულ ტყუილად, უსინდისოდ ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს

„ნუ დავუჯერებთ წარმავალ, ცრუპენტელა მავნებლებს ევროპარლამენტიდან! 6-9 ივნისს, ევროპის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებია და ბევრი ნაცლობისტი გადარჩეული იქნება”, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კანდიდატის შეჩერების შანსი ნულია“.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ტყუილად ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს.

„ნუ დავუჯერებთ წარმავალ, ცრუპენტელა მავნებლებს ევროპარლამენტიდან! 6-9 ივნისს, ევროპის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებია და ბევრი ნაცლობისტი გადარჩეული იქნება. სულ ტყუილად, უსინდისოდ ამუნათებენ საქართველოს, მაინც ყველა გეგმა ჩაუვარდებათ ომის პარტიასა და მის მარიონეტებს“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.