1715163829
სოციალური მედია
გირჩი ზურა ჯაფარიძე რომ აპირებს აქ არეულობისა და რევოლუციის მოწყობას, კარგად გაიკითხოს მისნაირი იდეებით შეპყრობილებს რას უშვებიან გინდაც ამერიკის ჯარში და გინდაც სამოქალაქო სექტორში - ლევან ნიკოლეიშვილი
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სააგენტო for.ge-ს მიერ მოპოვებულ მორიგ ექსკლუზიურ ჩანაწერს სოციალურ ქსელში აზიარებს, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კიდევ ორ ადამიანთან ერთად „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებს გეგმავს.
„გირჩი ზურა ჯაფარიძეს, ამერიკის ჯარის სხვადასხვა სახეობის ქუდებით ჩამოფხატული, რომ აპირებს აქ არეულობისა და რევოლუციის მოწყობას, კარგად გაიკითხოს მისნაირი იდეებით შეპყრობილებს რას უშვებიან გინდაც ამერიკის ჯარში და გინდაც სამოქალაქო სექტორში,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.