Loading data...
პაპუაშვილი: გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია.

„ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ამ უდიდეს დღეს მინდა, თითოეულ მართლმადიდებელ ქართველს ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი – მშვიდობა და ერთიანობა.

ცია. ამიტომაც არის ის ყველაზე დიდი საუფლო დღე. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ის სიცოცხლის მარადიულობის და ბოროტის სიკეთით ძლევის დასტურია. დასტურია იმისა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს და ფარისევლობას“,  – წერს შალვა პაპუაშვილი.