Loading data...
გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

დღეს გამომსვლელმა ორმა ძიუდოისტმა, ზაურ დვალაშვილმა ( 81კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ) შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.