წავიდეს “გირჩი“ და თვითონ აუგოს წესი – მიტროპოლიტი საბა გარდაცვლილ ახალგაზრდაზე
00:22 / 12.11.2019
პოლიტიკური პარტია “გირჩი“ განცხადებას ავრცლებს, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.
დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული - მაკო გომური
00:15 / 12.11.2019
საქართველოს პროკურატურამ მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათ შორის არ არის გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისის სისხლიანი დარბევისას თვალი დაკარგა. აღნიშნულთან დაკავშირებით მაკო პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ ცნეს გიორგი სულაშვილი დაზარალებულად.
წყალტუბოში ტყის მასივი იწვის
00:08 / 12.11.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარია.
პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო
00:03 / 12.11.2019
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
სკანდალი: სასულიერო პირებმა მამათმავლობის შესამოწმებელი ექსპერტიზა ჩაიტარეს (დოკუმენტი)
23:57 / 11.11.2019
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი “2020NEWS“ -ს აწვდის დოკუმენტს, რომელშიც დასტურდება, რომ საქართველოს ეკლესიის რამდენიმე სასულიერო იერარქმა და მათ შორის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მოქმედმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) 1983 წელს წმინდა სინოდს პროქტოლოგის დასკვნა წარუდგინა, რომელშიც დასტურდება, რომ მეუფე ანანიას პასიური ჰომოსექსუალობა არ აღენიშნება. თუმცა როგორც ტიგინაშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი არ გამორიცხავს იმას, რომ ანანია ჯაფარიძე აქტიური ჰომოსექსუალია.
პოლონეთის პრემიერი - რუსეთი აგრესიულია - ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა
23:24 / 11.11.2019
ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროსთან დაკავებული ორი მამაკაცი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს
21:55 / 11.11.2019
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას დაკავებული ორი მამაკაცი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონით ახლობლებს აცნობა. დაკავებულები მწყემსები არიან.
პრემიერის ბრძანებით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლდა
20:20 / 11.11.2019
სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა.
საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
19:52 / 11.11.2019
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზისხევში.
ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
19:25 / 11.11.2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს.
გიგა ბოკერია: როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ნიკა მელიას აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ვასაძეს და შავრაზმელების მთელ ბანდას
19:03 / 11.11.2019
თავისუფლების მტრები დღესაც ღიად არიან შეკრული ივანიშვილის ხელისუფლებასთან და ეს პირველ რიგში, გამოიხატება ძალადობისთვის დაუსჯელობით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხალხს, რომელიც ძალადობას აორგანიზებს და მოქალაქეებს თავს ესხმის, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს.
ხათუნა ლაგაზიძე: კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს მოსამართლეების შერჩევის პროცესი აქამდე შეეჩერებინა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
16:02 / 11.11.2019
კარგი იქნებოდა, რომ სახალხო დამცველს ეს პროცესი მანამ შეეჩერებინა, სანამ მოსმენები პარლამენტში გადავიდოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ასე შეაფასა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა.
ანა დოლიძე: ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს - როდესაც იყო ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო
15:34 / 11.11.2019
დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა.
საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელმაც ინფარქტი მიიღო, საავადმყოფოში რჩება
14:56 / 11.11.2019
თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მაია ცქიტიშვილი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებდი, ინვესტორების მოძიებაზე უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა
14:42 / 11.11.2019
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებდი, ინვესტორების მოძიებაზე უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებას, სადაც ის საუბრობდა, რომ იმ შემთხვევაში თუ არბიტრაჟში გადავა დავა, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ
14:19 / 11.11.2019
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ.
ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ხანძარი სიდნეის უახლოვდება
13:43 / 11.11.2019
ავსტრალიის ორ შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატში „კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი“.
გორში ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა
13:32 / 11.11.2019
გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.
ნაზი ჯანეზაშვილი იმ 10 ძირითად მიზეზს წარადგენს, „რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს“
13:18 / 11.11.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მომზადებულ განსხვავებულ აზრს პარლამენტს წერილობით წარუდგენს.
თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
13:05 / 11.11.2019
თბილისის 74-ე ბაგა- ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” მშობლებმა მიაწოდეს.
გია ვოლსკი მეუფე პეტრეზე: ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, ეს თავად არასდროს დაუმალავს
12:58 / 11.11.2019
პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს მეუფე პეტრეს განცხადებას, მის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
12:44 / 11.11.2019
11-14 ნოემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარება საერთო სახალხო პროექტია და ვიწყებთ მის საჯარო განხილვას
12:35 / 11.11.2019
"ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის",- ამის შესახებ ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე განაცხადა.
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
11:18 / 11.11.2019
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა.
ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებდი საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევათ აშშ-ში ლეგალური დასაქმების მიმართულებით
10:56 / 11.11.2019
მოვუწოდებდი ყველას, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
ვოლსკი “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე: არ მომწონს და ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას
01:40 / 11.11.2019
ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე საუბრისას განაცხადა.
საკურთხევლებში სტიქაროსნებს აუპატიურებენ - ყოფილი მიტროპოლიტი
01:32 / 11.11.2019
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სკანდალური განცხადებების კეთებას აგრძელებს. ამჯერად ყოფილი მიტროპოლიტი „მთავართან“ ინტერვიუში ეკლესიებში არსებულ სოდომურ ცოდვებზე საუბრობს.
დეკანოზ მამალაძეს პატრიარქი სთხოვდა, სოდომური ცოდვის ფილმები ეჩვენებინა - პეტრე ცაავა
01:19 / 11.11.2019
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა „მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პატრიარქი დეკანოზ მამალაძეს სთხოდა, სოდომური ცოდვების ფილმები ეჩვენებინა.
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლები კინოთეატრიდან გალობით გააცილეს
01:00 / 11.11.2019
ბათუმში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებები დასრულდა. ბოლო დღემ კინოთეატრ "აპოლოსთან" ექსცესების გარეშე, მშვიდად ჩაიარა.
ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი
22:54 / 10.11.2019
ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
21:50 / 10.11.2019
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლევან ვასაძის განცხადებით, აქვს მძაფრი განცდა, რომ "რაღაც საშიში გვიახლოვდება“
20:05 / 10.11.2019
ბიძინა ივანიშვილი არის მფლობელი ამ ქვეყნის, უფრო სწორად მმართველი ამ ქვეყნის და მას რომ მონდომებოდა, შეეძლო აღეკვეთა ეს. ამიტომ მე შეურაცხყოფილი ვარ,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ვასაძე: სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი
19:16 / 10.11.2019
სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი,რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი,-ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიციაა მობილიზებული
17:50 / 10.11.2019
კინოთეატრ "ამირანთან" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საპატრული პოლიციაა მობილიზებული, თუმცა, ადგილზე აქციის მონაწილეები ჯერ არ გამოჩენილან.
კინოთეატრ „ამირანთან“ მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
17:43 / 10.11.2019
თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
16:27 / 10.11.2019
თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა, რის გამოც, ის ინტენსიურ ბლოკში აგრძელებს მკურნალობას.
თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
15:09 / 10.11.2019
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
ილია მეორე: შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი
14:55 / 10.11.2019
ყოველ დღე, ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა, დედაო, მამაო, დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა ინება ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ნიჭზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, რომ ნიჭიერი ადამიანები უნდა დააფასონ, რადგან უნიჭო ადამიანი არ არსებობს.
ილია მეორე: ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს - უნდა გვახსოვდეს, რომ ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა მოგვცა, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლაში
14:53 / 10.11.2019
უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მეუფე დამიანე: სად არის იმ ადამიანების სულიერება, რომლებსაც თითქოს ცხვირი აქვთ გაბრუნებული მეუფე გრიგოლისგან? ისინი აქ პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან?  ჩვენ, პირველ რიგში, უფალთან მოვდივართ და არა ვიღაცის გულისთვის
14:50 / 10.11.2019
სად არის იმ ადამიანების სულიერება, რომლებსაც თითქოს ცხვირი აქვთ გაბრუნებული მეუფე გრიგოლისგან? ისინი ვისთან მოდიან აქ, ჩემთან თუ გრიგოლთან? პეტრესთან მოდიოდნენ თუ უფალთან? ჩვენ, პირველ რიგში, უფალთან მოვდივართ და არა ვიღაცის გულისთვის. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს, ჩვენ სხვას უნდა ვასწავლოთ სულიერება, სხვას უნდა ავუხსნათ“,- ამის შესახებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე დამიანე: საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა -  არავის არ უნდოდა ეს, მაგრამ მეუფე პეტრე არ გაჩერდა
14:42 / 10.11.2019
საქმე იყო არა მეუფე პეტრეს მღვდელმსახურების შეჩერებაზე, არამედ განკვეთაზე და პატრიარქმა ეს არ გააკეთა, არავის არ უნდოდა ეს, მაგრამ მეუფე პეტრე არ გაჩერდა - ამის შესახებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე სტეფანე: მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება
14:37 / 10.11.2019
მიკვირს მეუფე პეტრესგან, რატომ მოხდა მასში ასეთი ცვლილება, - ასე ეხმაურება ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ სინოდის სხდომის შემდეგ განცხადებას.
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის თქმით, „მას ძალიან უყვარს მეუფე პეტრე, მაგრამ მისთვის პატრიარქის გინება მიუღებელია“.
გია ხუხაშვილი: ლევან ვასაძეს შეხვედრებზე გაუჩნდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მოსაზრებებს იზიარებდა, მათ შორის მიმდინარე მოვლენებზე და ახლა იმედგაცრუებულია
14:34 / 10.11.2019
ლევან ვასაძეს შეხვედრებზე გაუჩნდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის სხვადასხვა მოსაზრებებს იზიარებდა, მათ შორის მიმდინარე მოვლენებზე და ახლა იმედგაცრუებულია,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს, ხოლო ოპოზიციის განცხადებები მათ ღირებულებებზე მეტყველებს
14:31 / 10.11.2019
როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ.
„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარები ჩახსნეს ქსელიდან
12:34 / 10.11.2019
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება.
დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება, რის მიზეზადაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სახელდება
12:26 / 10.11.2019
დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
მეუფე გრიგოლი: ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წელს მისი უწმიდესობა ბრძანებდა - „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს
11:17 / 10.11.2019
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აღასრულა. მან ქადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.
მეუფე გრიგოლი: პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი
11:13 / 10.11.2019
საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი აღარ არის - სამხატვრო ხელმძღვანელი ჰომოფობიური განცხადებების გამო დაითხოვეს
02:07 / 10.11.2019
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ინფორმაციით, ჰომოფობიური განცხადებების გამო, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამოართვეს.
ბრეგაძე: პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამა მაქსიმუმია მისახედი
01:46 / 10.11.2019
გამარჯვება ისაა, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს - ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო, - ასე ეხმაურება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, გუშინ კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს.
სომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
01:41 / 10.11.2019
სომხეთში პარლამენტის შენობის სახურავი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძარი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მალევე ეროვნული ასამბლეის შენობის სახურავზეც გავრცელდა.
თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თავად ვერ უმკლავდება
01:35 / 10.11.2019
ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო თავად ვერ უმკლავდება თვითონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
თბილისში 41 წლის კაცი მე-6 სართულიდან გადახტა
22:31 / 09.11.2019
თბილისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულიდან მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
გაბუნია: ილია II სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს(ვიდეო)
00:19 / 04.11.2019
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სულაც არ არის უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს.ამის შესახებ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×