ლადო პაპავა: ლარის კურსის ვარდნის გამო, ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქციას შეეხება, სასურსათო კალათაში კი  80 პროცენტი იმპორტული საქონელია
22:56 / 24.05.2019
ლარის კურსის ვარდნის გამო, ფასების ზრდა იმპორტირებულ პროდუქციას შეეხება, სასურსათო კალათაში კი 80 პროცენტი იმპორტული საქონელია, - ამის შესახებ ექსპერტმა ლადო პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა
22:07 / 24.05.2019
საფრანგეთში, პარიზში, როლან-გაროს კორტებზე დიდი მუზარდის დაწყების წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონში, ATP-ის 250-იანი სერიის pen Parc Auvergne-Rhone-Alpes-ზე ძალის მოსინჯვა გადაწყვიტა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
21:42 / 24.05.2019
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, ბიძგები თბილისიდან 60 კილომეტრის დაშორებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3.6. მაგნიტუდა იყო.
გიორგი მიქაუტაძე: შესაძლოა, ვფიქრობდე უმაღლეს ინსტანციაზე და ეს იყოს იმის მიზეზი, რომ უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში კონკურსში მონაწილეობაზე
21:37 / 24.05.2019
კონკურსი გამოცხადებული იყო 43 ვაკანსიაზე და 32 კანდიდატი მოსამართლედ განწესდა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ
21:30 / 24.05.2019
ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ერთობლივად დაათვალიერებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
7 თვის ჩვილის მამა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დაკითხვაზე იმყოფება
20:33 / 24.05.2019
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბავშვის მამა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.
ნაზი ჯანეზაშვილი :ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის
20:32 / 24.05.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეების: ვასილ მშვენიერაძის, ირაკლი ბინდარენკოსა და რევაზ ნადარაიას მხრიდან კანდიდატურების მოხსნა ნიშნავს იმას, რომ "ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის".
დააკავებენ თუ არა მოკლული ბავშვის მამას-არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო
19:31 / 24.05.2019
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
კაჭრეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა
19:17 / 24.05.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში,ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. მუნიციპალიტეტის მერის, ინფორმაციით, ქარმა და წვიმამ კაჭრეთის ზონა დააზიანა.
ექსკურსიებზე სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება
19:15 / 24.05.2019
სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება.
შსს-მ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება უფრო მძიმე მუხლით გადააკვალიფიცირა
19:12 / 24.05.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.
სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს
19:11 / 24.05.2019
საქართველოს სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს. როგორც ლომჯარიამ გაფიცულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელების შრომის უსაფრთხოება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. ვიდეო
18:03 / 24.05.2019
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, ემოციები ვერ შეიკავა. ამის შესახებ BBC წერს.
ბექა დავითულიანი: არჩევნების წაგების შემდეგ ოპოზიცია მგონი შოკშია და არ იცის რას ლაპარაკობს
18:00 / 24.05.2019
"არჩევნების ყველა ოლქში წაგების შემდეგ, ოპოზიცია მგონი შოკშია და აღარ იცის რას ლაპარაკობს" – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის ბრალდებებს დედაქალაქის მთავრობის მიერ 12 მილიონიანი სესხის აღებასთან დაკავშირებით. ბექა დავითულიანის განმარტებით, მერიისთვის საკრედიტო ხაზის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ რამდენიმე თვის წინ მიიღო, ახლა კი აღნიშნული თანხა ანგარიშზე აისახა.
გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესეს
17:55 / 24.05.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
ჯაბა ჯიშკარიანი: ყოფილი კოლეგები ცდილობენ  მთაწმინდის ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანონ, რომ მე „ნაცმოძრაობას“ წარმოვადგენ - ეს არის სრული იდიოტიზმი და ბოდვა, ჩემო კოლეგებო
17:48 / 24.05.2019
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
ირაკლი ზარქუა: ჩვენი ოპონენტები იმდენად გაწბილებულები არიან, რომ ბიუჯეტის მატებასაც კი უარყოფითად აფასებენ
17:37 / 24.05.2019
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" აგონიაში მყოფი პარტია უწოდა. მისი განცხადებით, ისინი იმდენად გაწბილებულნი არიან, რომ ბიუჯეტის მატებითაც კი უკმაყოფილებას გამოხატავენ და ასე ცდილობენ საზოგადოებას თავი დაამახსოვრონ.
სამეგრელოში ხელახალი არჩევნები ჩატარდება
17:29 / 24.05.2019
მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში ოქტომბერში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება, რადგან სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე ონერ კუჭავა, გუშინ გარდაიცვალა.
სამუშაო ადგილის ვიდეოთვალთვალი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება დასაშვები
17:13 / 24.05.2019
პარლამენტი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალ კანონს მიიღებს. კანონპროექტი, გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, ინიცირებისთვის მზად არის. საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს
17:12 / 24.05.2019
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია "მზიური" მოამარაგებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს.
პრეზიდენტმა 8 პატიმარი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
17:10 / 24.05.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
რამდენად დაცულია თბილისელები ცოფის რისკისგან - ცხოველთა მონიტორინგი მოქალაქეებს აფრთხილებს
15:23 / 24.05.2019
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია ცოფის ვირუსის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისში ყველა ცხოველი დაცული არ არის.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - შესაძლოა, სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
15:16 / 24.05.2019
შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. თოლორაიას თქმით, არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.
ტერეზა მეი: ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ, ვაკეთებ მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს
15:03 / 24.05.2019
ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ. ამას ვაკეთებ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - დავით ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან - აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?
15:01 / 24.05.2019
ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
კახა კალაძე: „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა ტარიფს არ გაზრდის - მოიკითხეთ, ვისგან ფინანსდება არასამთავრობოები, რომლებიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
14:59 / 24.05.2019
თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს, რომ "ნენსკრა" ჰესის ხელშეკრულება სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რამაც შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს.
დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს
14:58 / 24.05.2019
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
14:56 / 24.05.2019
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იგი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს.
სკოლის დირექტორის განცხადებით, გოგონა, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება, მისი ფეხმძიმობა კი არ შეუმჩნევიათ
11:33 / 24.05.2019
წყალტუბოს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, 16 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება.
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ტაქსისა და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ
11:03 / 24.05.2019
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ტაქსის მძღოლები და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ, რეგიონში გაფიცვამ მასშტაბური სახე მიიღო.
1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს
10:48 / 24.05.2019
1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განუცხადა, 15 მაისიდან თბილისში გამოძახებები გააქტიურებულია, თუმცა, მისივე ინფორმაციით, შარშანდელ პერიოდთან შედარებით სტატისტიკური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია.
სუს-ის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს კონდუქტორად დანიშვნისთვის 700 ლარი გამოართვა
10:44 / 24.05.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს.
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა დღესაც გაიმართება
10:34 / 24.05.2019
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას დღესაც გამართავენ.
მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე არ ხდება
00:46 / 24.05.2019
ჩვენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი შევქმენით, მაგრამ წვდომა ფინანსებსა და კაპიტალზე დღემდე ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მტკივნეულ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული
00:32 / 24.05.2019
აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ისრაელში მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
00:27 / 24.05.2019
ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
გრიგოლია ბახტაძეს: უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ
00:06 / 24.05.2019
ასეთი იუმორისტული ტონალობით მიმართა ინტერვიუს დასასრულს გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.
მამუკა ბახტაძე: არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ზოგიერთ წარმომადგენელს ოდესმე შერცხვება თავისი გამონათქვამების, მაგრამ ქობულიას შემთხვევა ამ ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია
00:01 / 24.05.2019
ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის, აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი არის მთავრობაში და პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციის" წამყვანის კითხვას გიორგი ქობულიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც  ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
19:35 / 12.05.2019
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:
დღის სიახლეები
კალენდარი
×