ტრაგედია გორში, მამა ავტომანქანით 2 წლის შვილს შემთხვევით დაეჯახა
22:35 / 15.06.2019
ტრაგედია გორში - ბავშვს, რომელიც ეზოში თამაშობდა, შემთხვევით მანქანა დაეჯახა, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა. ის ავტომობილის მობრუნებას ცდილობდა, თუმცა პატარა ვერ დაინახა და დაეჯახა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მოხდა.
მამუკა ბახტაძე - საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია, ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი
22:27 / 15.06.2019
საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია, ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ივანე მაჭავარიანი: ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
22:22 / 15.06.2019
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მალხაზ მაჩალიკაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის მსურს, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო
22:19 / 15.06.2019
მალხაზ მაჩალიკაშვილი 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება და მაჩალიკაშვილისთვის მხარდაჭერა იყო.
გიგი უგულავა - სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება- ეკლესია არ არის ანაფორაში ჩაცმული ადამიანები
22:14 / 15.06.2019
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს.
გიგი უგულავა - ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება - მუქარის გამო კი, ლევან ვასაძის ადგილი წინასწარ პატიმრობაშია
20:49 / 15.06.2019
სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე.
ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება - ადა მარშანია
19:54 / 15.06.2019
"პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს, ადა მარშანიამ სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს საქართველოს ჯარისკაცები უწოდა.
„ნატო აქაურობას“ - „პატრიოტების“ აქციის პარალელურად საკრებულოდან ბანერი გამოფინეს
18:20 / 15.06.2019
პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, "თავისუფლების მოედანზე" "პატრიოტთა ალიანსის" აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - "NAთO აქაურობას" გადმოფინეს.
ირმა ინაშვილი: „ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა
18:16 / 15.06.2019
"ქართული ოცნების" ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა თავის დროზე, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლების დამნაშავე წევრები არ დასაჯა, ახლა პარლამენტში უმსგავსობა ხდება.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირებიდან სამს 1000-1000-ლარიანი გირაო დაეკისრა
18:13 / 15.06.2019
მთავრობის ადმინისტრაციასთან, გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირებიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1000-1000ლარიანი გირაო დაეკისრა.
თამარ ჩუგოშვილი: საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს და მათი მოსაზრება გასაგებია -  რა მოწოდებაც არ უნდა გაჟღერდეს, კონსტიტუციური მოთხოვნები ამოსავალია
17:51 / 15.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მაქსიმუმი გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ომბუდსმენი:  მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია
15:19 / 15.06.2019
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა
15:07 / 15.06.2019
მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. მან, ასევე დასძინა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან.
ლევან ვასაძე: ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ!
14:53 / 15.06.2019
ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ, - ასე მიმართავს ბიზნესმენი ლევან ვასაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში დაგეგმილ "თბილისი პრაიდის" ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.
როგორც ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება "თბილისი პრაიდი" გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან.
„ქუდზე კაცი“ - ლევან ვასაძე მუქარის შემცველ მიმართვას ავრცელებს
14:45 / 15.06.2019
"ქუდზე კაცი" - ლევან ვასაძე საზოგადოებას სამოქმედო გეგმას ვერის ბაღში ხვალ გააცნობს. ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა და მამაკაცებს ვერის ბაღში 20:00 საათზე მისვლისკენ მოუწოდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფეხმძიმის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
14:43 / 15.06.2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე გარდაიცვალა.
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
13:30 / 15.06.2019
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა და გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
შსს: დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია - მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა
13:22 / 15.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებისთვის მიუღებელია, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობა და ძალადობის მუქარა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ დაკავებული 28 პირიდან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, 21 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
13:15 / 15.06.2019
გუშინ, სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ კონტრაქციაზე სამართალდამცავებმა 20 -ზე მეტი პირი დააკავეს
03:12 / 15.06.2019
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ კონტრაქციაზე სამართალდამცავებმა 20 -ზე მეტი პირი დააკავეს.
„ჩვენ ვიშლებით და ორშაბათს დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას“ - „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი
03:00 / 15.06.2019
"ჩვენ გავალთ კორდონით" - ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორმა განაცხადა.
ნატა ფერაძე პოლიციის კორიდორით სარგებლობაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ აქვს უფლება, სახლში იმ გზით წავიდეს, რომლითაც სურს
02:54 / 15.06.2019
მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია "თბილისი პრაიდის" კიდევ რამდენიმე მხარდამჭერმა დატოვა. თუმცა ადგილზე რჩებიან ნატა ფერაძე, ელენე ხოშტარია და კიდევ რამდენიმე აქტივისტი.
„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ კონტრაქცია არ დაიშლება
02:48 / 15.06.2019
მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენილი უფლებადამცველები და "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ კონტრაქცია არ დაიშლება. მათთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და შესთავაზეს გაცილება, თუმცა აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ აქცია დასრულებულია, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან.
კონტრაქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ რჩებიან
02:44 / 15.06.2019
კონტრაქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ რჩებიან. პოლიციელები მათ სთხოვენ, რომ დაიშალონ, თუმცა ისინი ჯერ დაშლას არ აპირებენ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×