მელია: ზუგდიდის მერობის კანდიდატად ჩემს თავს მე თვითონ განვიხილავდი
00:44 / 22.05.2019
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მას სურდა ყოფილიყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტოკ-შოუ რეაქციაში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა
00:25 / 22.05.2019
"ქართულმა ოცნებამ" ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: ყოველი მეორე ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს
00:22 / 22.05.2019
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მინიმუმ, ყოველი მეორე ადამიანი მმართველ პარტიას უჭერს მხარს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პირისპირ"-ში განაცხადა.
გიგა ბოკერია: ალეკო ელისაშვილის გზავნილი ერთი ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს ,,ოცნება“, რომ შალვა შავგულიძე ,,ნაცების“ კანდიდატია
00:17 / 22.05.2019
მე და ჩემს თანაგუნდელებს მართლა გვქონდა შეხვედრა ბატონ ელისაშვილთან და მისი სურვილი იყო, რომ არ დაგვეყენებინა კონკურენტი მთაწმინდის ოლქში და დაგვეჭირა მხარი პრაქტიკულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატისთვის, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360 გრადუსი" განაცხადა.
ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
00:07 / 22.05.2019
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.
დავით ჭიჭინაძე: მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება
00:03 / 22.05.2019
მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს პარტიაში განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილი "გაწია" და ის ახლა მაქსიმალური რადიკალიზაციით ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ანაკლიის პროექტის საინვესტიციო ხელშეკრულებაზე - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე
00:01 / 22.05.2019
არსებული პროგნოზებით, საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ოღონდ ეს უკვე ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
ნათია მეზვრიშვილმა გერმანული მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა
19:28 / 21.05.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა.
უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
18:28 / 21.05.2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სახელი შეეცვლება
18:26 / 21.05.2019
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილება შედის, რის საფუძველზეც სახელი ეცვლება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქმევა.
რამაზ საყვარელიძე: ყველა მთავრობა კარგავს ხოლმე რეიტინგს, მითუმეტეს მთავრობა, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს
17:57 / 21.05.2019
ყველა მთავრობა არჩევნების მერე ძალიან მალე კარგავს ხოლმე რეიტინგს, ეს ზოგადი კანონზომიერებაა, მითუმეტეს, ის მთავრობა, რომელსაც ამჟამად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. მინისტრი - ოპოზიციის პროტესტის შედეგად, ტურიზმი მილიონნახევარი რუბლით დაზარალდა
17:53 / 21.05.2019
ბზიფში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ცენტრალური გზის გადაკეტვის შედეგად, ოკუპირებულმა აფხაზეთმა მილიონნახევარი რუსული რუბლი იზარალა. ამის შესახებ აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების საკითხებში ე.წ. მინისტრმა ავთანდილ ღარცკიამ განაცხადა.
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
16:29 / 21.05.2019
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 14:07 საათზე, ტყვარჩელთან 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ლევან კობიაშვილი: ილოცონ, რომ სადისციპლინო კომიტეტზე თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ
16:19 / 21.05.2019
ილოცონ, რომ თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ სადისციპლინო კომიტეტზე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობიაშვილის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტზე, რომელიც მალე ჩატარდება, უკვე გამოვლენილი ფეხბურთელებისა და კლუბების გარდა სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები საეჭვო მატჩებზე.
„არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები”-მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს
16:07 / 21.05.2019
პრლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მდინარაძის თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია.
“ქართული ოცნება" ნაწილობრივ არის პოლიტიკურ-პარტიულ კრიზისში - ზაქარია ქუცნაშვილი
15:59 / 21.05.2019
"ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დღეს პოლიტიკურ-პარტიული სისტემა კრიზისშია, რაც მიზეზია იმისა, რომ საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს აღარ ენდობა.
კობიაშვილი: გარანტიას ვიძლევი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა ვეღარ ითამაშონ
15:47 / 21.05.2019
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებული მატჩების საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია უმკაცრეს ზომებს მიიღებს და ის ფეხბურთელები, ვინც ამ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ, სპორტიდან წავლენ.
მამუკა ბახტაძე: ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ყველაზე წარმატებულია, ვიდრე ორი ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემებია
15:24 / 21.05.2019
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება თქვას, რომ ის ყველაზე წარმატებულია იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე გადაუჭრელია. ამის შესახებ პრემიერმა "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევების შეფასებისას განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მას არ ჰქონდა საშუალება კვლევის შედეგებს გაცნობოდა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორზე მოსახლეობის აზრის გასაგებად სოციოლოგიური კვლევები არაა საჭირო და მოსახლეობის განწყობები არჩევნებზე კარგად ჩანს.
ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს
15:01 / 21.05.2019
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდელებს მიმართავს და მათ მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
კალაძე NDI-ის კვლევაზე: ვისურვებდი, რომ რეიტინგის თვალსაზრისით, ყველა მინისტრი ჩემზე მაღლა იყოს
14:47 / 21.05.2019
ვისურვებდი, რომ რეიტინგის თვალსაზრისით, ყველა მინისტრი ჩემზე მაღლა იყოს, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე NDI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, მას ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთის ფაქტორით ხსნის
14:32 / 21.05.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. მაჭავარიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება სწორედ თურქეთის ფაქტორია.
ივანე მაჭავარიანი NDI-ის კვლევაზე - არ არის აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ, ის არ არის როკ-ვარსკვლავი
14:30 / 21.05.2019
თუ 45%-ს ფინანსთა მინისტრის შესახებ არ სმენია, ეს არცთუ ისე ცუდი მაჩვენებელია, რადგან არ არის აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ. ის არ არის როკ-ვარსკვლავი, - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავრიანი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მუშაობას გამოკითხული მოსახლეობის 56% უარყოფითად აფასებს, უშუალოდ ფინანსთა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია მხოლოდ 8%, 45%-ს კი არაფერი სმენია მის შესახებ.
ბადრი ჯაფარიძე: არანაირი შეფერხება ანაკლიის პროექტს არ ემუქრება
14:29 / 21.05.2019
არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ვადებში, - ამის შესახებ “ თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროში, მთავრობის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ეკა ბესელია: სასამართლოსადმი ნდობა თუ არ იქნება, რეფორმის გატარებას აზრი არ ექნება, ეს კარგად უნდა ესმოდეს, იმ პარლამენტის თავმჯდომარეს იურისტი რომ ჰქვია
14:28 / 21.05.2019
ის, რაც არ არის აქტუალური ირაკლი კობახიძისთვის, აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის. სასამართლოსადმი ნდობა თუ არ იქნება, არანაირი აზრი არ ექნება რეფორმის გატარებას ქვეყანაში, ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, იურისტი რომ ჰქვია იმ პარლამენტის თავმჯდომარეს,- ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც კობახიძემ განაცხადა, რომ ბესელიას მიერ ხელმოწერების შეგროვება აქტუალური საკითხი არ არის.
ბადრი ჯაფარიძე: საკითხების უმეტესობაზე პოზიციებში განსხვავებებია, მაგრამ ყველა მხარის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა, დამაიმედებელია
14:27 / 21.05.2019
ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში, მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBღD, OPIჩ, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მაია ცქიტიშვილი: მთავარი შეთანხმება, რაც ყველა მხარეს შორის მიღწეულია, არის ის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
14:05 / 21.05.2019
მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, ის არის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურისა დაა მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა
12:55 / 21.05.2019
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა.
ნასამართლევ პირზე ცივი იარაღის მიყიდვა აიკრძალება
12:50 / 21.05.2019
ცივი იარაღის ნასამართლევ პირზე რეალიზაცია აიკრძალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.
ცივი იარაღის გაყიდვისას, შსს-სთვის მყიდველის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდება
12:48 / 21.05.2019
ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს ან ინდმეწარმეებს მყიდველის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვა და საინფორმაციოში ბაზაში განსათავსებლად შს-სთვის წარდგენა დაევალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის ვაჭრობის უფლება ექნება იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსების რეიტინგზე - მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი
12:39 / 21.05.2019
მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, სადაც პოლიტიკოსების რეიტინგზეა საუბარი.
ირაკლი კობახიძე: მთავარი სოციოლოგიური კვლევის - არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61% -იანი მხარდაჭერა, სხვა რეიტინგები არის ხოლმე აცდენილი
12:38 / 21.05.2019
მთავარი სოციოლოგიური კვლევის- არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61% -იანი მხარდაჭერა. ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
რესპონდენტთა 38 % სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს
11:59 / 21.05.2019
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა სასამართლო ინსტიტუტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად კვლევაში ასახულია ტენდენციები, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსადმი უარყოფითი დამოკიდებულება 2015 წლის აპრილიდან იზრდება. 2018 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, სასამართლოს საქმიანობას ცუდად რესპოდენტთა 30% აფასებდა, დღეს კი ეს ციფრი 38%-მდეა გაზრდილი.
გამოკითხულთა 55% ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს
11:53 / 21.05.2019
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, წინა წელთან შედარებით 1%-ით შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქართული ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებენ და მომატებულია 2%-ით იმ პირების რიცხვი, რომლებიც ქართული ჯარის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ.
გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის მოწოდება „პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული“
11:48 / 21.05.2019
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" ორ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით.
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ახდენს
11:46 / 21.05.2019
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.
პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში დავით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ
11:41 / 21.05.2019
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ.
კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს
11:00 / 21.05.2019
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს.
კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს
10:58 / 21.05.2019
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ბოლო ზარზე ახალციხელი მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ
10:25 / 21.05.2019
ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ, ავარიაში მოყვნენ.
გიგა ბოკერია: პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და ჩემთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია
10:24 / 21.05.2019
პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და ჩემთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია, – განაცხადა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას.
ლადო კახაძე - როცა ორი წლის წინ მთაწმინდაზე 600 ხმა მივიღე, ამ ნაბიჯით ამომრჩეველმა სამართლიანად გამაკრიტიკა და არჩევანი არ მომიწონა - ახლა 15-ჯერ მეტი ხმა მივიღე
00:07 / 21.05.2019
როცა ორი წლის წინ მთაწმინდაზე 600 ხმა მივიღე, ამ ნაბიჯით ამომრჩეველმა სამართლიანად გამაკრიტიკა და არჩევანი არ მომიწონა - ახლა 15-ჯერ მეტი ხმა მივიღე, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს
00:01 / 21.05.2019
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული, სადაც ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უვადო საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება აშკარაა და ეს მოვისმინეთ ნიკა მელიას განცხადებებშიც
23:58 / 20.05.2019
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება აშკარაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა.
სკანდალური ჩანაწერი: „ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში უნდა ავადუღოთ ზუგდიდი“
12:55 / 19.05.2019
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების საუბარს ასახავს.
ნიკა გვარამიას პირდაპირი ჩართვის დროს ეთერში გინება გაიპარა
00:20 / 19.05.2019
"რუსთავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზუგდიდელ ამომრჩეველს.
დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც  ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
19:35 / 12.05.2019
კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შეჭრიდან 1 წლის შემდეგ აქტივისტებმა პარლამენტის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის:
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
×