რესპუბლიკური საავადმყოფო ხვალიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
22:11 / 19.10.2020
ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხვალიდან მხოლოდ ​კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს.
ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწოლების რაოდენობა აღარ გვეყოს
19:55 / 19.10.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლია.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც წითელას აცრა – ამირან გამყრელიძე
19:33 / 19.10.2020
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც წითელას, პოლინელიენის და ა.შ.“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდპანდემიას იმაზე უკეთ უმკლავდება, ვიდრე პანდემიის დასაწყისში ახერხებდა
19:29 / 19.10.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისზე მეტია. მისივე თქმით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციასტან დაკავშირებით პრობლემები ერთეულ შემთხვევებში იყო.
თრომბოემბოლია, როგორც კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება – რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ
18:13 / 19.10.2020
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კოვიდინფიცირებულთა გარკვეულ რაოდენობას, შესაძლოა, თრომბო-ემბოლიური გართულებები განუვითარდეთ, რაც აქამდე covid 19-ის ტიპურ ნიშნად არ მიიჩნეოდა. კერძოდ, სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული ჰოლანდიური კვლევის მიხედვით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი 184 პაციენტის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მათ თრომბო-ემბოლიური გართულებები აღენიშნებოდათ. საფრანგეთში და ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, თრომბო-ემბოლიური გართულებები კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე პაციენტების 20-30% -ში გვხვდება.
ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
18:00 / 19.10.2020
ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა thelocal.no იუწყება. მას შემდეგ, რაც ქალაქში 35 ადამიანი ინფიცირდა, მათი ანალიზები ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში გააგზავნეს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სახეზეა კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც აქამდე ჩატარებული ანალიზების დროს აღმოჩენილი არ ყოფილა.
ლარი გამყარდა
17:47 / 19.10.2020
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2117 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.69 თეთრი შეადგინა.
პაატა იმნაძე: კოვიდის რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და ნოემბრის მეორე ნახევარში პიკი გვექნება
17:40 / 19.10.2020
რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ნოდიკო ტატიშვილი: სასწრაფომ მითხრა, კოვიდ ინფიცირებული პაციენტი სახლში ტაქსით წავსულიყავი (ვიდეო)
17:28 / 19.10.2020
ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სახლში მკურნალობდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
პაატა იმნაძე: ჯერჯერობით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვრჩებით, თუ არ ვჯობივართ
17:22 / 19.10.2020
რა თქმა უნდა, სისტემა უკვე გადატვირთულია, მაგრამ არცერთი მძიმე ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა რეანიმაცია, მის გარეშე არ არის დარჩენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძე: საქართველო განიხილება ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც შესაძლოა, მონოკლონურ ანტისხეულებზე კლინიკური კვლევები დაიწყოს
17:12 / 19.10.2020
მონოკლონურ ანტისხეულების პრინციპზე დამყარებული მედიკამენტები ახალი ერაა მედიცინაში. ეს მხოლოდ კოვიდის გამო არ არის შექმნილი. მონოკლონურ პრინციპზე დამყარებული ანტისხეულებით მკურნალობა მთელი რიგი დაავადებების დროს არის შესაძლებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
პოლიცია აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს
17:03 / 19.10.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
განმარტეთ, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა დაინფიცირების დროს-ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს
16:58 / 19.10.2020
სახალხო დამცველი კოვიდინფიცირებულების ბინაზე მკურნალობის შესახებ წერს და ამბობს, რომ პაციენტებმა არ იციან როგორ უნდა იმკურნალონ ინფიცირების შემთხვევაში.
შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე - თამარ გაბუნია
16:51 / 19.10.2020
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა შეიცვლება.
გამყრელიძე: ბინაზე მყოფებს სასურველია ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეთ ოჯახის ექიმთან
15:07 / 19.10.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობას სიმპტომიანი პაციენტები და მათი კონტაქტები შეადგენს.
ამირან გამყრელიძე: ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში, ვეთამაშებით ცეცხლს!
14:29 / 19.10.2020
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდემია „გახურებად ფაზაშია“ შესული და ეს ერთ და ორ თვეში არ დამთავრდება.
ჯანდაცვის მინისტრი: დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება
14:11 / 19.10.2020
დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან, საკოორდინაცი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერი: თვითიზოლაციაში, რომ გადავიდე ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს?
13:42 / 19.10.2020
„თვითიზოლაციაში გადავიდე? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ რაიმე იდეა შემომთავაზოთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დეპუტატ ნინო წილოსანის კორონავირუსით ინფიცირებასა და პრემიერის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს ეხებოდა.
გიორგი გახარია:  წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინა და წესების დაცვა არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, ეკონომიკა კი არ გავანადგუროთ, არამედ პირიქით, გავაძლიეროთ
13:40 / 19.10.2020
წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარია: კორონავირუსის მართვის რესურსი გაგვაჩნია, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს
13:34 / 19.10.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ამ ფონზეც კი, ვირუსის გავრცელების მართვა ხდება და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
გიორგი გახარია: ვირუსთან ბრძოლაში ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა არის ერთადერთი გამოსავალი
13:30 / 19.10.2020
ცალკე ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარია:  ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს
13:25 / 19.10.2020
ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ
12:59 / 19.10.2020
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებთან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.
ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა
11:22 / 19.10.2020
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 360
11:20 / 19.10.2020
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა
11:09 / 19.10.2020
დღეს, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 278 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფექციური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა
11:08 / 19.10.2020
საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:03 / 19.10.2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
×